მერაბი — იანი III: ტრილოგია ტიტულისთვის 24 ოქტომბერს
დვალიშვილის მწვრთნელი ამბობს, რომ ოქტაგონში „სხვა მერაბი“ გავა. UFC 333-ის მთავარ ბრძოლაში საბანტამწონო სარტყელი ისევ ცენტრშია.

მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი UFC 333-ზე, 24 ოქტომბერს, მესამედ შეხვდებიან. 18 სექტემბერს ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე მებრძოლები პირისპირ დადგნენ.
იანმა 2025 წლის დეკემბერში, UFC 323-ზე გაიმარჯვა და დვალიშვილის 14-ბრძოლიანი, შვიდწლიანი მოგებების სერია შეწყვიტა. ახლა ქართველი რევანშს და სარტყლის დაბრუნებას ცდილობს.
მწვრთნელის თქმით, მერაბი კარიერის საუკეთესო ფორმაშია. იმავე საღამოს ალექსანდერ ვოლკანოვსკი მოვსარ ევლოევს ხვდება.





